ბოლო 15 წლის განმავლობაში სააგენტო მომსახურება არის შპს „PRIME MARINE”-ს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საქართველოს ნავსადგურებში.
საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ბაზრის სპეციფიკაციის საფუძვლიანი ცოდნისა და მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე შპს „PRIME MARINE” ეწევა გემების სააგენტო მომსახურებას ბათუმის და ფოთის ნავსადგურებში. ხანგრძლივი და კარგად ჩამოყალიბებბული ურთიერთობა როგორც საპორტო ხელისუფლებასთან, ასევე საემიგრაციო და საბაჟო სამსახურთან, გემების სარემონტო მომსახურების სერვისთან და სატვირთო ტერმინალების ოპერატორებთან უზრუნველყოფს გემის მაღალკვალიფიციურ სააგენტო მომსახურებას.
შპს „PRIME MARINE”-ს წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას შემოსული გემების რაოდენობისა და გაწეული მომსახურების მიხედვით. ჩვენი თანამშრომლების ფართო გამოცდილება და კომპეტენტურობა ნებისმიერი კლიენტის მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებას გვაძლევს.
სააგენტო მომსახურება ნავსადგურში ჩვენთვის არა მხოლოდ ფორმალურობას ნიშნავს, არამედ პარტნიორობას, რომელიც გულისხმობს როგორც გემის კაპიტნის, ასევე გემთმფლობელის, დამფრახტველისა და საპორტო სტრუქტურების დროულ ინფორმირებას ნავსადგურში გემის სტატუსის შესახებ.
შპს „PRIME MARINE” გთავაზობთ 24-საათიან სერვისს და უზრუნველყოფს სააგენტო მომსახურების სრულ სპექტრს:
შპს “PRIME MARINE” აღიარებილი ლიდერია გემების აგენტირების დარგში საქართველოში და აქვს მჭიდრო პარტნიორული და ურთიერთმომგებიანი ურთიერთობა ბევრ გემთმფლობელ კომპანიასთან.
შპს “PRIME MARINE” - თქვენი საიმედო პარტნიორი საქართველოს ნავსადგურებში!
სააგენტო განყოფილება: