შპს „PRIME MARINE“-ი თავისი მოღვაწეობის 15 წელს ითვლის. ამ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება და პროფესიონალიზმი საერთაშორისო ბაზარზე გასვლის და მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობის საშუალებას გვაძლევს. მოხვეჭილი სახელის და გამოწვეული ნდობის შედეგს წარმოადგენს გენერალური ხელშეკრულებები გემების აგენტირებაზე საქართველოს ნავსადგურებში და ტვირთის გადაზიდვა-ექსპედირებაზე როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, სასომხეთში, თურქმენეთში, ყაზახეთში და ა.შ.
კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ბათუმში, ასევე აქვს წარმომადგენლობა ქ. ფოთში.
კომპანია ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისად არის სერტიფიცირებული, გახლავთ AFG-ს (საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია), BIMCO-ს (ბალტიისპირეთის და საერთაშორისო საზღვაო საბჭო), FIATA-ს (ექსპედიტორთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაცია), EU-Georgia Business Council -ისა და FONASBA-ს (გემის ბროკერებისა და აგენტების ეროვნული ასოციაცია) წევრი.
შპს "PRIME MARINE" მრავალი საერთაშორისო კონფერენციის აქტიური მონაწილეა. კომპანია დაჯილდოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ლოჯისტიკის დარგში, ასევე კომპანია აღიარებულია ეროვნული ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ 2015 წლის ლიდერად.