ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება The USAID Economic Governance Program - ის მხარდაჭერით ჩატარდა.
კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელიც დაკავშირებულია შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტთან. საუბარი შეეხო კონკრეტულ პროექტებსა და რეფორმებს, რაც გაამარტივებს ევროკავშირთან ვაჭრობას და განამტკიცებს ურთიერთკავშირებს.