2015 წლის 19 ნოემბერს ქ. სტამბულში (თურქეთი) ჩატარებული ყოველწლიური საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკური გამოფენის «Logitrans» ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს და თურქულენოვან სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს მხარდაჭერით, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გაიმართა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის „ჩინეთი-თურქეთი-ევროპა" შესაძლებლობების და პერსპექტივების პრეზენტაცია.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ტურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს, სარკინიგზო და საზღვაო ადმინისტრაციების, თურქეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და ლიტვის მსხვილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ოპერატორების წარმომადგენლებმა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდის მუშაობაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა თურქეთში ე. საპიევმა, თურქულენოვან სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ ა.საპარბეკულიმ და საერთაშორისო სატრანსპორტო ასოციაციის UND თავმჯდომარემ ფ. შენერმა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები გაეცნენ პროექტს და აღნიშნეს ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მნიშვნელობა. ტრანსკასპიურ მარშრუტს დიდი ტრანზიტული პოტენციალი აქვს. ტრანსკასპიური მარშრუტის გავლით ტრანზიტის ზრდის ძირითად წერტილის წარმოადგენს გადზიდვები ჩინეთიდან თურქეთის და სამხეთ კავკასიის ქვეყნების მიმართულებით.
თურქული მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების პროექტში. თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს მულტიმუდლური გადაზიდვების დეპარტამენტის დირექტორმა ს. კუშჩუმ აღნიშნა, რომ „თურქული მხარე დაინტერესებულია პროექტით და ყველანაირად ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური მარშრუტის წინსვლას". გარდა ამისა, ხაიდარფაშას ნავსადგურის (თურქეთი) დირექტორმა, დ. არპაჯიოლუმ დაამატა, რომ ხაიდარფაშას ნავსადგური შეიძლება გახდეს აღნიშნული პროექტის ერთერთი ტრანზიტული პუნქტი.
შეხვედრის შედეგად მიღწეულია შეთანხმებები ჩინეთიდან ევროპაში პირველი დემონსტრაციული მატარებლის ორგანიზებასთან და აღნიშნული მიმართულებით რეგულარული საკონტეინერო სერვისის გაშვებასთან დაკავშირებით.
პროექტის ოპერატორებმა განაცხადეს, რომ ნოემბრის ბოლოს ჩინეთის მხარესთან ერთად ჩინეთი- ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის (სტამბული) მიმართულებით მოხდება საკონტეინერო სერვისის «Nomad Express»ორგანიზება.
მთლიანობაში, აღნიშნულმა ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია თურქულ პარტნიორებსა და ტვირთგამგზავნებში.