2015 წ. 07 ნოემბერს ქ. ჩუნცინში შედგა მრგვალი მაგიდა თემაზე - „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარება". შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სარკინიგზო გზების, საზღვაო ადმინისტრაციების და ყაზახეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებმა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (ტსსმ) - ეს არის პროექტი, რომელიც ინიციირებულია სატრანზიტო პოტენციალის ამაღლების და კასპიის რეგიონის ქვეყნების განვითარების მიზნით. აღნიშნული მარშრუტი გადის ჩინეთიდან ყაზახეთის გავლით, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით და შემდგომ ევროპაში.
მიმდინარე წლის ივლისის თვეში გაშვებულ იქნა საკონტეინერო მატარებელი«Nomad Express» შემდეგი მარშრუტით: ჩინეთი (შიხეზი)-ყაზახეთი (ნავსადგური დოსტიკ-აქტაუ) - აზერბაიჯანი (კიშლი).
4 726კმ მანძილი მატარებელმა გაიარა 6 დღე-ღამის განმავლობაში. დღეს ჩინურ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკება შემდეგი «Nomad Express» საკონტეინერო სერვისის ორგანიზების მიზნით, მარშრუტით ჩინეთი - ყაზახეთი-აზერბაიჯანი-თურქეთი (სტამბული).
„ჩვენ ახლოხანს შევუერთდით ტსსმ-ის საკოორდინაციო კომიტეტს და უკვე ერთობლივად ვმუშაობთ საკონტეინერო მატარებლების გატარების ტექნოლოგიის განვითარებაზე, ასევე საბაჟო ორგანოების წინასწარ ინფორმირებაზე და მათთან ურთიერთქმედებზე საკონტეინერო მატარებლების ტრანზიტული დროის შემცირების მიზნით. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ და განვავითაროთ აღნიშნული მარშრუტი, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს ჩინეთის სახელმწიფო პროგრამის „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი"-ს რეალიზაციაში„ - განაცხადა «Minsheng Logistics Co. LTD» -ს გენერალური დირექტორის მოადგილემ ბატონმა დუ ჩენგგანგმა (Du Chenggang).
მოცემულ ლოგისტიკურ ჯაჭვში დამაკავშირებელ რგოლად გამოვიდა სს «KTZ Express» - მთელი მარშრუტის გენერალური ოპერატორი. ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობით, რომლებიც არიან «Minsheng Logistics Co., Ltd., შპა«Karvan Lpgistics», შპს«Trans Caucasus Terminal», სს „აქტაუს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო ნავსადგური", დსს „აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო სანაოსნო", დსს „ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო ნავსადგური", შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური" - მიმდინარეობს სამუშაოები ტსსმ-ზე დამატებითი ტვირთნაკადის მოზიდვის მიზნით.
ქალაქ ლიანიუნგანის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ბ-მა ტაი ვეიმა გაგვიზიარა ქალაქ ლიანიუნგანის ადმინისტრაციის უახლოესი მომავლის გეგმები ტსსმ მარშრუტით ლიანიუნგანიდან თურქეთის მიმართულებით საკონტეინერო მატარებლის გაშვებასთან დაკავშირებით.
ამგვარად, ტსსმ-ის პროექტი გვიჩვენებს აღნიშნული მიმართულებებით საკონტეინერო გადაზიდვების განვითარების დიდ შესაძლებლობას და პოტენციალს, ხელს უწყობს რეგიონის ტრანზიტული პოტენციალის ზრდას და ევროაზიის მთელ კონტინენტზე ვაჭრობის განვითარებას.
და ბოლოს, ტსსმ-ის როად-შოუს მიეცა ოფიციალური სტარტი. შემდეგი შეხვედრები ჩატარდება ქ. კიევში (16 ნოემბერს), სტამბულში (19 ნოემბერს) და ვილნიუსში (27 ნოემბერს), რაც იძლევა თანამშრომლობის ჰორიზონტების გაფართოვებისა და სამხრეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას.