აზერბაიჯან-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022
29 ივნისს აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ(EUGBC) აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსთან, ასევე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოსთან - AZPROMO, ASK-თან(აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეწარმეთა (დამსაქმებელთა) ორგანიზაციების ეროვნული კონფედერაცია) აზერბაიჯანის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა აზერბაიჯან-საქართველოს ბიზნეს ფორუმი.