ექსპედირება

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურების სრულ კომპლექსს როგორც მრავალწლიანი თანამშრომლობის, ასევე ერთჯერადი მომსახურების საფუძველზე. შპს „PRIME MARINE” უზრუნველყოფს ტვირთის საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვებს. კომპანია აგრეთვე უზრუნველყოფს შემდეგი სახის მომსახურებს:

  • ტვირთის / კონტეინერების მიღება და რეგისტრაცია;
  • საბაჟო ფორმალობების განხორციელება;
  • შენახვა;
  • ტვირთის პარტიის მიწოდება

ტვირთის მდგომარეობა და სტატუსი კონტროლდება ჩვენი მაღალკვალიფიცირებილი სპეციალისტების მიერ. ჩვენ შემოგთავაზებთ ტვირთის მიწოდების ყველაზე ეკონომიურდა ხელსაყრელ სქემებს, აგრეთვე გთავაზობთ კონოსამენტების და სხვა საჭირო საბუთების მომზადებას. ჩვენი სპეციალისტები უზრუნველყოფენ ტვირთის უსაფრთხოებას და ინტერესების დაცვას ტვირთის დაზიანების ან ხსვა რისკების შემთხვევაში. კომპანიას აქვს შემდეგი ტვირთების გადაზიდვის პრაქტიკული

გამოცდილება:

  • ჯართი;
  • სახიფათო ტვირთები (ფეთქებადსაშიში, ქიმიური და ა.შ.);
  • თხევადი ტვირთი

ჩვენი მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ინფორმაცია ტვირთის სტატუსის შესახებ ტრანსპორტირების ნებისმიერ სტადიაზე. აგრეთვე შეგვიძლია შემოგთავაზოთ:

  • სხვადასხვა ტრანსპორტის ტიპების კომბინაცია;
  • ტერმინალების კომბინაცია

სასუქი

შპს „PRIME MARINE” -ს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება (2005 წლიდან) ამ ტვირთტან მუშაობის და ტრანსპორტირების. სასუქის ექსპორტი ხორციელდება ბათუმის და ფოთის ნავსადგურებიდან მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. კომპანიას აქვს შემდეგი ტვირთების დამუშავების გამოცდილება:

  • ამონიუმის გვარჯილა
  • ამონიუმის სულფატი
  • კოქსი
  • მანგანუმის მადანი
  • სილიკომანგანუმი
  • კვარციტი
  • ცემენტი
  • ნატრიუმის ციანიდი
  • ჯართი

ექსპედირება