ჩვენი კომპანია

10 წლიანი გამოცდილება!

შპს "PRIME MARINE"-ი თავისი მოღვაწეობის ათწლეულს ითვლის. ამ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება და პროფესიონალიზმი საერთაშორისო ბაზარზე გასვლის და მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობის საშუალებას გვაძლევს. მოხვეჭილი სახელის და გამოწვეული ნდობის შედეგს წარმოადგენს გენერალური ხელშეკრულებები გემების აგენტირებაზე და ტვირთის გადაზიდვა-ექსპედირებაზე საქართველოში.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ბათუმში, ასევე აქვს წარმომადგენლობები ქ. ფოთსა და ქუთაისში.

კომპანია ISO 9001:2008 სტანდარტის შესაბამისად არის სერტიფიცირებული, გახლავთ AFG-ს (საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია), BIMCO-ს (ბალტიის საერთაშორისო საზღვაო საბჭო), FIATA-სა (ექსპედიტორთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაცია) და EU-Georgia Business Council -ის წევრი.

ჩვენი კომპანია