აგენტირება

ბოლო 15 წლის განმავლობაში სააგენტო მომსახურება არის შპს „PRIME MARINE”-ს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საქართველოს ნავსადგურებში.

საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ბაზრის სპეციფიკაციის საფუძვლიანი ცოდნისა და მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე შპს „PRIME MARINE” ეწევა გემების სააგენტო მომსახურებას ბათუმის და ფოთის ნავსადგურებში. ხანგრძლივი და კარგად ჩამოყალიბებბული ურთიერთობა როგორც საპორტო ხელისუფლებასთან, ასევე საემიგრაციო და საბაჟო სამსახურთან, გემების სარემონტო მომსახურების სერვისთან და სატვირთო ტერმინალების ოპერატორებთან უზრუნველყოფს გემის მაღალკვალიფიციურ სააგენტო მომსახურებას.

შპს „PRIME MARINE”-ს წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას შემოსული გემების რაოდენობისა და გაწეული მომსახურების მიხედვით. ჩვენი თანამშრომლების ფართო გამოცდილება და კომპეტენტურობა ნებისმიერი კლიენტის მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებას გვაძლევს.

სააგენტო მომსახურება ნავსადგურში ჩვენთვის არა მხოლოდ ფორმალურობას ნიშნავს, არამედ პარტნიორობას, რომელიც გულისხმობს როგორც გემის კაპიტნის, ასევე გემთმფლობელის, დამფრახტველისა და საპორტო სტრუქტურების დროულ ინფორმირებას ნავსადგურში გემის სტატუსის შესახებ.

შპს „PRIME MARINE” გთავაზობთ 24-საათიან სერვისს და უზრუნველყოფს სააგენტო მომსახურების სრულ სპექტრს:

  • გემის ნავსადგურში შემოსვლა-გასვლასთან დაკავშირებული ფორმალობები: ნავმისადგომით, მცურავი საშუალებებთ (ბუქსირი, კატარღა) და სალოცმანო მომსახურებით უზრუნველყოფა;
  • დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების დაგეგმვა და ნავსადგურის ორგანიზაციებთან შეთანხბება;
  • გემთმფლობელის დროული ყოველდღიუტი ინფორმირება როგორც გემის სტატუსის, ასევე ნავსადგურში სიტუაციის და ამინდის პროგნოზის შესახებ;
  • დამკვეთის დროული ინფორმირება ადგილობრივი სიახლეების და დადგენილი წესების (საბაზრო, ეკონომიკური და იურიდიული) შეცვლის შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს პრინციპალის საქმიანობაზე და მხერეების მიერ მოვალეობების შესრულებაზე;
  • გემის მენეჯმენტისთვის მხარდაჭერის გაწევა;
  • კონოსამენტის და სხვა სატვირთო საბუთების მომზადება დამკვეთის სახელით;
  • დამკვეთის და გემთმფლობელის ინტერესების დაცვა ნავსადგურის, საბაჟო სამსახურის და სხვა ორგანიზაციების წინაშე;
  • სადისბურსმენტო ანგარიშის გამოთვლა;
  • ფორმალობების განხორციელება ნავსადგურში;
  • ეკიპაჟის შეცვლა (ბილეთების დაჯავშნა, ვიზები და ა.შ.);
  • სამედიცინო დახმარება (ექიმის, ჰოსპიტალის მომსახურება);
  • ნარჩენების უტილიზაცია (ნაგავი, ზეთოვანი ნარჩენი და ა.შ.);
  • გემის მომარაგება საწვავით, სათადარიგო ნაწილებითა და საკვები პროდუქტებით; ტექნიკური მომსახურება;
  • დამკვეთის სახელით საქართველოში საჭირო კონტაქტების დამყარება ჩვენი უფლებამოსილების სფეროში.


შპს “PRIME MARINE” აღიარებილი ლიდერია გემების აგენტირების დარგში საქართველოში და აქვს მჭიდრო პარტნიორული და ურთიერთმომგებიანი ურთიერთობა ბევრ გემთმფლობელ კომპანიასთან.

შპს “PRIME MARINE” - თქვენი საიმედო პარტნიორი საქართველოს ნავსადგურებში!


სააგენტო განყოფილება:

აგენტირება

აგენტირება