ქ. კიევში განხილულ იქნა ტსსმ-ს განვითარების საკითხები

25 ნოემბერი 2015

ა/წ 16 ნოემბერს ქ. კიევში მრგვალი მაგიდის ფარგლებში ჩატარდა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ჩინეთი-ევროპა შესაძლებლობების პრეზენტაცია.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის და ყაზახეთის რკინიგზის ადმინისტრაციების, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მსხვილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ოპერატორების და საზღვაო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდის მუშაობაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა უკრაინაში ზ.ტურისბეკოვმა, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ნ. სნიტკომ და სსს „Укрзалiзница"-ის გენერალურმა დირექტორმა ა. ზავგოროდნიმ.

მ/წ ივლისში ჩინეთი (შიხეზი)- ყაზახეთი (დოსტიკ-აქტაუს ნავსადგური)- აზერბაიჯანი (კიშლი) მიმართულებით გაშვებულ იქნა პირველი საკონტეინერო მატარებელი «Nomad Express». 4726 კმ მანძილი, მატარებელმა გაიარა სულ რაღაც 6 დღეღამის განმავლობაში.

ნოემბრის ბოლოს ჩინეთის მხარესთან ერთად ჩინეთი- ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის (სტამბული) მიმართულებით მოხდება საკონტეინერო სერვისის «Nomad Express» ორგანიზება.

ამჟამად მიმდინარეობს უკრაინის გავლით და შემდეგ ევროპის ქვეყნებში და უკან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობის დამუშავება.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტს გააჩნია ევროაზიურ კონტინენტზე სატრანზიტო პოტენციალის რეალიზაციის და ვაჭრობის განვითარების დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი. ამით შესაძლებელი გახდება სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნებთან თანამშრომლობის ჰორიზონტების გაფართოება.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარება აგრეთვე მიმართულია „2015-2017 წწ. უკრაინა-ყაზახეთის („საგზაო რუკა-5") მოქმედების გეგმის რეალიზებაზე, რომელსაც ა/წ ოქტომბერში ხელი მოაწერეს ყაზახეთის და უკრაინის სახელმწიფოების მეთაურებმა.

მთლიანობაში, აღნიშნულმა ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია უკრაინულ პარტნიორებსა და ტვირთგამგზავნებში.

ქ. კიევში განხილულ იქნა ტსსმ-ს განვითარების საკითხები